"რესპუბლიკურ პარტიას" ლევან გაჩეჩილაძესტან კონკურენიაა არ აშინებს. ამის შესახებ "რესპუბლიკელმა" თინა ხიდაშელმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მანამ, სანამ გაჩეჩილაძე ოფიციალურად არ დააყენებს თავს თბილისის მერობის კანდიდატად, ამ თემაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ამ შემთხვევაშიც ეს, "რესპუბლიკელებისათვის" პრობლემას არ წარმოადგენს.
"შესაძლოა ლევან გაჩეჩილაძეს მართლაც, ჰგონია, რომ მისი თბილისის მერის არჩევნების პროცესში ჩართვა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ფაქტი ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იყოს. ჩვენ გვყავს ორი კანდიდატი - ალასანია მერის, ხოლო სუბარი საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში, დავიწყეთ საარჩევნო კამპანია და სხვა დანარჩენი ნაკლებად მნიშვნელოვანია", - აღნიშნა ხიდაშელმა.