საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეისათვის რუსეთში 400 ათასი ქართველი ცხოვრობს, საქართველოს მტრებმა ვერცერთი წარმატებული ქართველი სამშობლოს მტრად ვერ აქციეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, ახლად რეაბილიტირებულ თურქულ სკოლა-ლიცეუმში ისაუბრა.
"რუსეთში დღეს 400 ათას ქართველზე ნაკლები ცხოვრობს და ესენი არიან საქართველოს საუკეთესო წარმომადგენლები. ეს არის ის ხალხი, რომელიც წარმოადგენს იმ ქვეყნის ელიტას, მაგრამ დააკვირდით, რომ გარდა რამდენიმე დეგრადირებული სუბიექტისა, ვერ იპოვეს ვერც ერთ წარმატებულ ქართველში საქართველოს მოღალატე და საქართველოს წინააღმდეგ მომუშავე ადამიანი. ვერც ერთი მათგანი ვერ გამოიყენეს საქართველოს წინაღმდეგ და იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან საქართველო, მისი თავისუფლების ფასი და მათ ყველაზე კარგად იციან განსხვავება ავტორიტარულ, არათავისუფალ სისტემასა და იმ სისტემას შორის, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ საქართველოში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.