"რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი დღეს გავრცელებულ ინფორმაციას -"რესპუბლიკური პარტიის" სენაკის რაიონული ორგანიზაციიდან 6 წევრის ნოღაიდელის გუნდში გადასვლის ფაქტს, არ ადასტურებს. ამის შესახებ ხიდაშელმა დღეს, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მათმა პარტიამ და "ახალმა მემარჯვენეებმა" სენაკის რაიონული ორგანიზაციიდან, თავის დროზე თვითონ გარიცხეს რამდენიმე წევრი.
"ჩვენ გარკვეული კონკრეტული ფინანსური დარღვევების გამო თვითონ გავრიცხეთ პარტიის რამდენიმე წევრი, თუ ნოღაიდელის პარტიას ეს ადამიანები უერთდებიან, პრობლემა არ არის, მათთვის გზა ხსნილია ყველა მიმართულებით. დღეისათვის "რესპუბლიკური პარტიის" არცერთ წევრს ჩვენი რიგები არ დაუტოვებია.", - აღნიშნა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ალიანსიდან" მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" რიგებში 25 აქტივისტი გადავიდა.