"კონსერვატორების" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა იმედს გამოთქვამს, რომ ლევან გაჩეჩილაძე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ამის შესახებ კუკავამ "დაიცავი საქართველოს" ოფისში გაჩეჩილაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
~იმედი გვაქვს, რომ საზოგადოების დაკვეთიდან გამომდინარე, ლევან გაჩეჩილაძე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. თუმცა, მიიღებს თუ არა მერის არჩევნებში მონაწილეობას ეს მხოლდო გაჩეჩილაძის გადასაწყვეტია; აღნიშნულ საკითზე განცხადებას თავად მაშინ გააკეთებს, როდესაც ამის დრო იქნება", - აღნიშნა კუკავამ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ~დაიცავი საქართველოს~ ლიდერი მათი თანამებრძოლი და მეგობარია.
მისვე თქმით, გაჩეჩილაძე, ძიძიგური და დავითაშვილი სააკაშვილის და უგულავას კონკურენტები არიან და მათ არჩვენების მოგება უგულავასთან სურთ და არა სხვა რომელიმე ოპოზიციონერი კანდიდატთან.
ამასთან, კუკავამ ირაკლი ალასანიაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ "შედეგებს ირაკლი ალასანია 30 მაისს მიიღებს~.