საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსებს საკუთარი მთავრობის სიძულვილი საკუთარი ქვეყნის სიძულვილში გადაეზარდათ.
ამის შესახებ განცხადება სააკაშვილმა ბათუმში, თურქული სკოლის გახსნაზე გააკეთა.
~საქართველოში არიან პოლიტიკოსები, რომელთაც საკუთარი მთავრობის სიძულვილი ქვეყნის და ხალხის სიძულვილში გადაეზარდათ, რაც არანორმალური და აბსოლუტურად საზიზღარი გადახრაა. თუმცა, ჩვენს ქვეყნაში ყოველთვის იყო ხალხი, ვისაც საქართველო არ უყვარდა", - აღნიშნა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის შეფასებით, ჯერ კიდევ არიან ადამინები, ვისაც არსებულ რეალობაზე და მთავრობისადმი ჯანსაღი კრიტიკული დამოკიდებულება გააჩნიათ, რაც დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია.