ყვარლის რაონის სოფელ კუჭატანში 80 წლის უსინათლო მმამაკაცი საკუთარ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. გარდაცვლილის მეზობლების განცხადებით, ცეცხლის გაჩენის დროს მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა.
შემთხვევის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ღუმელიდან გაჩნდა.