ქრისტიან დემოკრატების წამომადგენელი რატი მაისურაძე საზოგადოებას მოუწოდებს "არ ჩაერთოს ბინძურ პოლიტიკურ თამაშებში". ეს განცხადება რატი მაისურაძემ დღეს სესიაზე ოპოზიციის ლიდერების მოსკოვში ვიზიტებთან დაკავშირებით გააკეთა.
როგორც მან აღნიშნა, ის პოლიტიკოსები რომლებიც დღეს რუსეთში დადიან ხელისუფლებაში ყოფნისას არასოდეს გამოირჩეოდნენ გამბედაობით და მათი მხრიდან დღეს ასეთი ქმედებები ეჭვებს იწვევს და მიიჩნევს, რომ ეს არის ხელისუფლების და ოპოზიციის მიერ ერთმანეთის ჯიბრით გადადგმული ნაბიჯები.
"ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის ყოფილ წევრებს შორის არსებულ ბრძოლაში ქრისტიან დემოკრატები ჩართვას არ ვაპირებთ და საზოგადოებას მოვუწოდებთ ფრთხილად მიუდგნენ პოლიტიკურ პროცესებს" - განაცხადა მაისურაძემ.