"რესპუბლიკურმა პარტიამ" საარჩევნო სიების ანალიზის შედეგად 3 ძირითადი ნაკლოვანება გამოავლინა. ამის შესახებ "რესპუბლიკელების" ერთ_ერთმა ლიდერმა თნია ხიდაშელმა, პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ხიდაშელის თქმით, რესპუბლიკური პარტიის აქტივისტებმა პროგრამა "კარდაკარ" - ის ფარგლებში სამი სახის დარღვევა აღმოაჩინეს.
"1-ელი გახლავთ დუბლირებული ჩანაწერები - როდესაც მოქალაქის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მისამართი იდენტურია. მაგალითად, მისამართის ნაწილში ერთგან ერთი წერია "ბინა #" ხოლო მეორე შემთხვევაში "ბ #" და სხვა ყველა პარამეტრი იდენტურია. მეორე სახის დარეღვევაა - "მრავალხმიანი მისამართები, სადაც რეგისტრირებულია ამომრჩეველთა არაბუნებრივად დიდი რაოდენობა. მაგალითად, ჭიჭინაძის ქუჩა #10ა-ში 2008 წელს რეგისტრირებული იყო 1 ამომრჩეველი, ხოლო დღეს იმავე ბინაში 150 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ჩვენს მიერ აღმოჩენილია 3.600 მსგავსი ბინა. და მესამე, გამოვლენილია მისამართები, სადაც 2008 წლის შემდგე ამომრჩეველთა რაოდებობა არაბუნებრივად მაღალი ტემპით გაიზარდა. მაგალითად რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობამ 2010 წლის მხოლოდ 2 დღეში 300 000-ით გაიზარდა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ხიდაშელის განცხადებით, "რესპუბლიკურ პარტია"-ს დარღვევების მთლიანი სურათი მარტის შუა რიცხვებისთვის ექნება და სწორედ ამ დროს მოახდენს მათ მიერ აღმოჩენილი ნაკლოვანებების საზოგადოების წინაშე პრეზენტაციას.
"რესპუბლიკელები" პროგრამა "კარდაკარით" აღმოჩენილი დარღვევებს ცესკო-ს თვის ბოლოს წარუდგენენ.'