დღეს ახალი პოლიტიკური მოძრაობა "თეთრების" ლიდერი თემურ შაშიაშვილი და პარტიის წევრი ზურაბ ხასია დასავლეთ საქართველოში გაემგზავრნენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "თეთრებიდან" აცნობეს, ვიზიტის მიზანია, სამეგრელო, აჭარა, გურიასა და იმერეთში პარტიის რეგიონალური სტრუქტურებისათვის საინიციატივო ჯგუფების შემადგენლობის შერჩევა.
"თეთრების" ვიზიტი ორ დღეს გასტანს, დაბრუნებისთანავე პოლიტიკური ორგანიზაციის ლიდერები საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მასმედიას ვიზტის შედეგებს გააცნობენ.