საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ფსიქოტროპულ მედიკამენტების გაყიდვასთან დაკავშირებით პრობლემებია და ხელისუფლებას აღნიშნული პრობლემის მოგვარებას თხოვს. ამის შესახებ განცხადება ლორთქიფანიძემ პარალმენტის დღევანდელ სესიაზე გააკეთა და როგორც მან აღნიშნა ბოლო დროს იმატა მოქალაქეების საჩივარმა პრეპარატ "კოდილაკთან" დაკავშირებით. როგორც ლორთქიფანიძე განმარტავს, მოქალაქეები ჩივიან იმას, რომ ხდება ადამიანების დაკავება ფსიქოტროპულ აფთიაქებში აღნიშნული პრეპარატის შეძენიდან 2-3 წუთში.
"პრობლემა არის ის, რომ აკავებენ აღნიშნული პრეპარატის ურეცეპტოდ შემძენ ადამიანებს, მაგრამ არანაირ პასუხს არ სთხოვენ მას ვინც ეს პრეპარატი ურეცეპტოდ გასცა და ეს იმას ნიშნავს რომ ეს დაკავებები არის უკანონო", - აცხადებს ლორთქიფანიძზე.
ამასთან იგი საუბრობს იმ პრობლემაზეც რომ აღნიშნული პრეპარატი არ არის რეგისტრირებული და ამის გამო ურეცეპტოდ იყიდება. პრობლემები კი მოქალაქეებს ექმნებათ.