საპარალმენტო ოპოზიციის წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ითხოვს, რომ საჯარო მოხელთა შემოწმება ნარკოტიკების მოხმარებაზე სახელმწიფო კომისიამ განახორციელოს.
სახელმწიფო კომისიის შექმნის იდეით ლორთქიფანიძე დღეს სესიაზე გამოვიდა და როგორც აღნიშნა, სახელმწიფო კომისია რომელიც შეიქმენა პრეზიდენტის ბრძანებით და დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანებით იქნება მაღალი ნდობით აღჭურვილი და მიიჩნევს, რომ ეს იდეა ხელისუფლებისთვის მისაღები უნდა იყოს.
ლორთქიფანიძის თქმით, ამ პრინციპით შექნილი კომისია იქნმება მაღალი ნდობით აღჭურვილი, რაც განაპირობებს საჯარო მოხელეთა მიმართ საზოგადოების ნდობის გაძლიერებას.
"ნარკომანთა რიცხვის კლება უმაღლეს სახელმწიფო რანგში უნდა იყოს აყვანილი და საჭიროა ამისათვის ქმედითი ნაბიჯები იქნას გადადგმული", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
აღსანიშნავია, რომ ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, დაიწყება საკანონმდებლო განხილვა ლორთქიფანიძის იმ ინიციატივის, რომელიც საჯარო მოხელეების ნარკოტიკების მოხმარებაზე თმის ღერის მეთოდით შემოწმებას ითვალისწინებს.
ლორთქიფანიძე იმასაც აღნიშნავს, რომ გარდა მეთოდისა, კანონმდებლობითვე უნდა დაკომპლექტდეს შემოწმების სიხშირეც.