ირაკლი ალასანიას თანაგუნდელები ზურაბ ნოღაიდელის პარტიაში გადავიდნენ. "ალიანსი საქართველოსათვის" ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციიის ექვსმა წევრმა დატოვა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ირაკლი ალასანია ჯერ ნოღაიდელის გუნდში გადავიდა, შემდეგ კი პოზიცია შეცვალა.
"ჩვენ არ გვინდა ლიდერი, რომელსაც მერყევი პოზიცია აქვს", _ განაცხადეს დღეს ყოფილმა რესპუბლიკელებმა ნოღაიდელის პარტიის ერთ ერთ ლიდერთან ლოთი ქობალიასთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მასალის გამოყენების პირობები