აშშ-ის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ედვარდ სნოუდენის მიერ გამჟღავნებულმა ინფორმაციამ ზიანი მიაყენა დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის MI-6-ის შეფმა ჯონ სოუერსმა პარლამენტში განაცხადა.
მისი თქმით, სნოუდენის მიერ გაცემულმა ინფორმაციებმა საფრთხის ქვეშ დააყენა სპეცსამსახურების ოპერაციები.
ჯონ სოუერსმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთის მოწინააღმდეგები „ალ-ქაიდაში" კმაყოფილები არიან სნოუდენის მიერ გამჟღავნებული ინფორმაციების გაცნობით.
ჯონ სოუერსის გარდა ბრიტანეთის პარლამენტის წევრების წინაშე მოხსენებებით ქვეყნის კიდევ ორი დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი წარსდგა.
ბი-ბი-სის ინფორმაცით, მათი პარლამენტში გამოჩენა სნოუდენთან დაკავშირებულ სკანდალს უკავშირდება.
მასალის გამოყენების პირობები