საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია თორთლაძე თავისი კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
ამის შესახებ განცხადება თორთლაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიერ თებერვალში ინიცირებული პროექტის განხილვა ჯერ კიდევ არ დაწყებულა.
შეგახსენებთ რომ თორთლაძის საკანონმდებლო ინიციატივები ლუსტრაციის შესახებ კანონი და პატრიოტის აქტი თორთლაძემ მოგვიანებით თავისუფლების ქარტიად ჩამოაყალიბა.
აღსანიშნავია ისიც რომ ამ ორი კანონპროექტის შეერთებით არცერთი საკითხი არ არის ამოღბეული და ორივე კანონპროექტის საკითხების მიღებას თორთლაძე თავისუფლების ქარტიის სახელით ითხოვს.
როგორც თორთლაძე აცხადებს, დღეს ქვეყანაში არსებული ვითარება და ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები ქმნის იმის აუცილებლობას რომ აღნიშნული კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაუყონებლივ იქნას მიღებული.
"პროექტი უახლოეს მომავალში უნდა მივიღოთ, რადგან ყველა ვხედავთ როგორ გააქტიურდნენ მეზობელი ქვეყნის სპეცსამსახურები. პროექტი პოლიტიკოსთა საქმიანობის მხოლოდ ლუსტრაციას კი არ მოახდენს, არამედ მათ გარკვეულ შეზღუდვებსაც დაუწესებს, რომელიც პრევენციული საშუალება იქნება საფრთხეების თავიდან ასაცილებლად." - განაცხადა გია თორთლაძემ.
თორთლაძის ამ მოთხოვნას პარალმენტის პირველი ვიცე სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი გამოეხმაურა და თორთლაძეს მხარი დაუჭირა.
მაჭავარიანი თავდაცვის, ადამიანის უფლებების დაცვის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების თავმჯდომარეებს მოუწოდებს, კანონპროექტი მიმდინარე კვირასვე განიხილონ და საკითხი პარასკევის პლენარული სხდომის დღის წერიგში იქნას შეტანილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი კი აცახესბ, რომ "პროექტი ვისაც შეიძლება შეეხებოდეს ისინი საკუთარი საქმიანობის ლუსტრაციას უკვე აშკარად ახდენენ, თუმცა რა თქმა უნდა პროექტი მაინც უნდა იქნას მიღებული", - აცხადებს კუბლაშვილი.