7-8 ნოემბერს ქ.პარიზში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მონაწილეობას მიიღებს გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) გენერალური კონფერენციის 37-ე სესიის მუშაობაში.
დღესვე დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის შეხვედრა იუნესკოს გენერალურ დირექტორთან ირინა ბოკოვასთან, რომელზეც განხილულ იქნება საქართველოს და იუნესკოს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო ერთობლივი პროექტები.
ხოლო ხვალ, 8 ნოემბერს, იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი მაია ფანჯიკიძე, სიტყვით გამოვა გენერალური კონფერენციის პლენარულ სხდომაზე.
პარიზში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაია ფანჯიკიძის შეხვედრა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრთან ტიერი რეპანტენთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნება ვილნიუსის სამიტის წინა პერიოდში არსებული მდგომარეობა და სამიტის შემდგომი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების პერსპექტივები.