საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მთავრობას, რომ ავლაბრის რეზიდენციის დანიშნულების შეცვლის საკითხს გადახედოს, რადგან აღნიშნული ნაგებობა მხოლოდ პრეზიდენტის რეზიდენციად გამოდგება.
სააკაშვილის თქმით, ამ შენობაში არა ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული დატვირთვის მქონე მოვლენა თუ პრესკონფერენცია გამიმართა და შესაბამისად, მისი ფუნქციიის შეცვლა დაუშვებელია.
"ეს შენობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც გვქონია საუკუნეების განმავლობაში. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ არ გვქონია პრეზიდენტის სასახლე. თუ ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველო იყოს პატარა სოფელი როგორც ერთმა თქვა, არამედ იყოს მართლა მნიშვნელოვანი ქვეყანა, ქვეყანას სჭირდება ასევე სიმბოლოები. ეს არის ჩვენი 5 ჯვრიანი დროშა, ეს არის ჩვენი გერბი, ეს არის ჩვენი ჰიმნი, ეს არის ჩვენი საპრეზიდენტო და სამთავრობო დაწესებულებები. და რა თქმა უნდა, ამ დაწესებულებების შინაარსი ქართველმა ხალხმა უნდა შეავსოს. დაწესებულების გაყრა აქედან არა მხოლოდ არ გააძილიერებს სახელმწიფოს, ეს პრინციპში სახელმწიფოს შესუსტებისკენ გადადგმული თუნდაც სიმბოლური, მაგრამ ცუდი შედეგის მომტანი ნაბიჯია. ამას ადრე თუ გვიან მივხვდებით, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა გვესმოდეს. მინდა მივმართო ახალ მთავრობას, რომ თუ არ მოგწონთ, რომ აქ სააკაშვილი იჯდა, შეგიძლიათ გაანიავოთ აქაურობა და შეგიძლიათ სხვა მანიპულაციები ჩაატაროთ, რათა აქედან ჩემი სული განდევნოთ, მაგრამ ინსტიტუტი არ უნდა განდევნოთ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და უნდა გვესმოდეს რომ ეს ასეა,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.