ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ჰაიტის ტერიტორიას ტოვებენ. ჯარი შტატებმა ჰაიტიში მიწისძვრის შემდეგ უსაფრთხოების დასაცავად ჩაიყვანეს. თებერვლის დასაწყისში სამხედროების რაოდენობა 20 000-მდე იყო, კვირის ბოლოს კი ეს რაოდენობა 8 000-მდე შემცირდა. გენერალ დუგლას ფრეიზერის განცხადებით, აშშ-ს ჯარებმა საკუთარი მისია უკვე შეასრულეს. თუმცა, ჰაიტელები ასე არ ფიქრობენ. "მინდა, რომ სამხედროები დარჩნენ ჰაიტიში, სანამ არ აღადგენენ შენობებს და არ შეგვეძლება სახლებში დაბრუნება,," - ამბობს ჰაიტელი მარჯორი ლუისი.
7 ბალიანმა მიწისძვრამ ჰაიტის დედაქალაქი გაანადგურა. ოფიციალური პირების განცხადებით, 200 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და 1 200 000-მდე - უსახლკაროდ დარჩენილი.