ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა უკრაინის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა თავისი ქვეყნის ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლას შეადარა.
ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
"უკრაინის ბრძოლა ჩვენი ომის მსგავსია ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ", - თქვა ნდი ბერნემმა
"ჩემმა ქვეყანამ მე-20 საუკუნეში ევროპული თავისუფლების ცეცხლი შეინარჩუნა, თქვენ ამ ცეცხლს 21-ე საუკუნეში ატარებთ“, - განაცხადა ბერნემმა კიევის წმინდა სოფიას ტაძრის წინ, უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
„მიუხედავად რუსეთის აღმაშფოთებელი მუქარებისა ჩემი ქვეყნის მიმართ, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ახლა სწორედ ის მომენტია, როცა რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს, სწორედ ის მომენტია, როცა უნდა შეიზღუდოს მისი შესაძლებლობა, დააფინანსოს ეს უკანონო ომი“, - განაცხადა მან.
მისი თქმით, უკრაინა ევროპის დამცველია და არა ევროპული უსაფრთხოებისთვის ტვირთი - ის ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფის წინა ხაზზე დგას.
„უკრაინელი ხალხი იმსახურებს არა მხოლოდ ჩვენს მუდმივ მხარდაჭერას, არამედ ჩვენს მადლიერებასა და პატივისცემასაც“, - თქვა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბერნემმა განაცხადა, რომ უკრაინამ „12 წლის განმავლობაში გადაიტანა ღია აგრესია, ყირიმის ოკუპაცია და ახლა უკვე ოთხ-ნახევარი წელია რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უძლებს - ეს ყველაფერი მიმართულია იმ დამოუკიდებლობის გასანადგურებლად, რომლის აღსანიშნავადაც დღეს აქ შევიკრიბეთ“.
„რუსეთის ქმედებებს არ შეუცვლია ამ ერის გზა - პირიქით, ის დაადასტურა. თქვენ მტკიცედ და დაუმორჩილებლად იდექით ყველაფრის წინაშე, რაც რუსეთმა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენა. თქვენ დაიმკვიდრეთ ადგილი, როგორც ამაყმა, სუვერენულმა ევროპულმა ქვეყანამ, აქტიურმა დემოკრატიამ, რომელსაც ნათელი მომავალი აქვს“.
ბერნჰემის განცხადებით, ევროპა უკრაინას მადლიერების ვალს უნდა უხდიდეს მისი ბრძოლის გამო.
„მინდა გითხრათ ის, რასაც, ალბათ, საკმარისად ხშირად ვერ ისმენთ: მადლობა. მადლობა ყველას. მადლობა. მადლობა იმ წარმოუდგენელი სიმტკიცისთვის, რომელიც გამოიჩინეთ, რადგან ამის წყალობით ჩვენ ყველანი უფრო ძლიერები ვართ“, - განაცხადა მან.