"კონსერვატორი" კახა კუკავას განცხადებით, პრაიმერის მომხრე პარტიები თბილისის მერის არჩევნებში გიგი უგულავას რეიტინგული კანდიდატით დაუპირისპირდებიან. მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ალაიანსი 29 მარტამდე გამოეხმაურება მათ მიერ შედგენილ ერთიანი კანდიდატის შერჩევის წესს, პრაიმერი მომხრე პარტიები ალასანიას რეიტინგსაც გაზომავენ და წარმატების შემთხვევაში მის კანდიდატურას დაუჭერენ მხარს. ამის შესახებ კუკავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
"სოციოლოგიური გამოკითხვით გავარკვევთ რეიტინგებს. იქნება რეიტინგული ზვიად ძიძიგური - დავუჭერთ მხარს; იქნება რეიტნგული კობა დავითაშვილი - დავუჭერთ მხარს; იქნება რეიტინგული ირაკლი ალასანია და მოინდომებს ჩვენთან ერთად სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობას - მასაც დავუჭერთ მხარს", - განაცხადა კახა კუკავამ.