სმარტფონების ბაზარზე Apple-ს წილი 15,6 %-იდან 13,4 %-მდე დაეცა. როგორც საკონსულტაციო კომპანია Strategy Analytics-ი იუწყება, 2013 წლის მესამე კვარტის მონაცემებით, სმარტფონების ბაზარზე „ჩაკბეჩილი ვაშლის" წილი შემცირებულია.
ირკვევა, რომ მესამე კვარტალში კომპანიამ ბაზარზე 33,8 მლნ iPhone გამოიტანა, რაც 26 %-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან. თუმცა, როგორც საკონსულტაციო კომპანიაში განმარტავენ, მეოთხე კვარტალში გაყიდვების ზრდაა მოსალოდნელი, რადგანაც Apple-მა ბაზარზე ახალი სმარტფონები iPhone 5s და iPhone 5c გამოიტანა.
ხოლო რაც შეეხება Apple-ს კონკურენტ Samsung-ს ის სმარტფონების ბაზრის 55 %-ის მფლობელია.
მასალის გამოყენების პირობები