პროკურატურამ უნდა ახსნას რითაა განპირობებული ამდენი გამამართლებელი განაჩენები, - ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მანანა კობახიძემ ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენის კომენტირებისას განუცხადა.
მისი თქმით, პროკურატურამ ძალიან კარგად უნდა გააანალიზოს, შეაფასოს და თქვას რასთან გვაქვს საქმე.
"ვნახოთ რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, პროკურატურამ ძლიან კარგად უნდა გააანალიზოს, შეაფასოს და თქვას რასთან გვაქვს საქმე. სასამართლო რა თქმა უნდა გამოვა და იტყვის, რომ ისინი არიან ობიექტურები და რაც ვერ დაამტკიცა პროკურატურამ, ისინი ადამიანს ამაში ვერ გაამტყუნებდნენ, მაგრამ პროკურატურამ უნდა ახსნას რითი იყო ეს ყველაფერ განპირობებული. რამდენად ადეკვატური და მიუკერძოებელი იყო მოსამართლე,"- აღნიშნა კობახიძემ.
კობახიძემ არ გამორიცხავს, რომ ბაჩანა ახალაია საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალოს.