ხვალ, 9 მარტს, 18:00 საათზე, კინომსახიობთა თეატრის ფოიეში გაიმართება პრესკონფერენცია მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრისა
და სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრის ერთობლივი პროექტის შესახებ.
12 მარტს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში წარმოდგენილი იქნება პრემიერას ლალი კეკელიძის პიესისა "იქ, სადაც ჩემი სახლია...~ (რეჟისორი _ ლალი კეკელიძე). სპექტაკლი 13 და 14 მარტსაც იქნება წარმოდგენილი.
"უახლესი წარსულის, მოკლე პერიოდში მომხდარი პოლიტიკური და სოციალური კატაკლიზმების შედეგად, ბევრი ქართული ოჯახის მსგავსად, დედა, რომელსაც მეუღლე და უფროსი ვაჟიშვილი აფხაზეთის ომში დაეღუპა, ხუთი შვილის ამარა, გაუსაძლისი პირობების პირისპირ მარტო აღმოჩნდება. დედა და შვილები პრობლემების, განხვავებული ცხოვრების წესის და მსოფლმხედველობის მიუხედავად, გარეუბანში "ხრუშოვკის" ტიპის ერთოთახიანში შეხიზნულან და ერთად იზიარებენ სიღარიბის ხვედრს",_ აცხადებს რეჟისორი
მისი განცხადებით, ეს არის დრამატული ამბავი ერთ-ერთ ქართული ოჯახის შესახებ, რომელიც თავის დროზე ღირსებასა და პატიოსნებაზე დაფუძნებით შეიქმნა და დღევანდელ რეალობაში თავის გადარჩენას ცდილობს. მოვლენები მოულოდნელად ვითარდება. უმცროსი შვილი მილიონს პოულობს, რის შემდეგაც ოჯახის წევრების რეალური სახის წარმოჩინება ხდება. მირაჟული სიმდიდრისგან მიღებული "ბედნიერება~, მოულოდნელადვე ქრება, თუმცა ამ დროის განმავლობაში ისმება შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა არის ღირებული, ფასეული, რა ცვლის ადამინს, როგორ უძლებს გამოცდებს, ვინ არის სინამდვილეში, როდის ან როგორ კარგავს სახეს, ან როგორ ინარჩუნებს ადამიანურ ღირსებებს, გარდა ამისა ოჯახის წევრებისათვის ჩნდება მნიშვნელოვანი კითხვაც, რა არის ეს, ბედის ირონია თუ ღმერთის ძღვენი.
"ჩემთვის, როგორც ავტორისათვის და სპექტაკლის დამდგმელისთვის მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოების, მისი შინაარსის, რეალური სახე. ამდენი კატაკლიზმის შემდეგ ისმება შეკითხვა, ვინ ვართ, რანი ვართ, საითკენ იმივდივართ, რა არის ჩვენი დანიშნულება, ან რისი უნარი გვაქვს. რომელია ჩვენი რეალური სახე", _ აცხადებს ლალი კეკელიძე.
სპექტაკლი მხატვრულად გააფორმა აივენგო ჭელიძემ, კოსტიუმების მხატვარია _ ქეთი მამუჩაშვილი, მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის თავად ლალი კეკელიძეს, სპექტაკლის
ტექნიკური რეჟისორებია არიან თამარ სესიაშვილი და თამარ მედოევა.
სპექტაკლში მონაწილეობენ ქეთი ასათიანი, გიორგი ბოჭორიშვილი, მაია გელოვანი, ეკა დემეტრაძე, გიორგი კალანდარიშვილი, გაგა ჩიხლაძე, მარინა ხარჩილავა; სპეციალური მოწვევით _ ლამზირა ჩხეიძე.