მსოფლიოს მალე ღვინის დეფიციტი დაემუქრება, რადგანაც მოთხოვნა მიწოდებას უკვე აჭარბებს, აღნიშნულის შესახებ განცხადებას ამერიკული ფინანსური კორპორაცია Morgan Stanley აკეთებს.
კორპორაციის ინფორმაციით, უკანასკნელი წლის განმავლობაში მოთხოვნამ წარმოებას 300 მლნ ყუთი ღვინით გადააჭარბა. Morgan Stanley-ის ინფორმაციითვე, 2012 წელს ღვინოზე მოთხოვნამ ბოლო 40 წლის მაქსიმუმს გადააჭარბა.
როგორც კორპორაციაში განმარტავენ, მსოფლიოში ღვინის წარმოება 2004 წლიდან ეტაპობრივად ეცემა. თუმც აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ღვინის წარმოების პიკს სწორედ 2004 წელს მიაღწია.
მასალის გამოყენების პირობები