ისრაელმა სამშვიდობო მოლაპარაკებათა განახლების ფარგლებში 26 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ყველა მათგანი მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და ციხეში 19 დან 28 წელი უკვე გაატარა.
ღაზაში გათავისუფლებული პატიმრების დასახვედრად ადამიანები შეიკრიბნენ. ისინი ყოფილ პატიმრებს ფოიერვერკებით, ცეკვებითა და სიმღერებით შეეგებნენ.
შეგახსენებთ, რომ ირაელისა და პალესტინის ხელისუფლებამ აგვისტოში იერუსალიმში სამწლიანი შესვენების შემდეგ პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყეს.
პატიმართა პირველი ჯგუფი ღაზაში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე 14 აგვისტოს გაათავისუფლეს.