კომპანია Apple-ის დამფუძნებლის სტივ ჯობსის სახლი, რომელშიც Apple-ის პირველი კომპიუტერები შეიქმნა, სილიკონის ველის ისტორიულმა კომისიამ ისტორიულ ღირშესანიშნაობად აღიარა.
ნებისმიეც ცვლილებას მოკრძალებულ სახლში ლოს-ალტოსში, რომელიც რანჩოს სტილშია და რომელიც უკვე იზიდავს ტურისტებს, ამიერიდან კომისია განიხილავს.
სტივ ჯობსის და, რომელიც ამჟამად სახლის მფლობელია, კომისიის გადაწყვეტილების წინააღმდეგ არ წასულა.
აღსანიშნავია, რომ სტივ ჯობსმა, სტივ ვოზნიაკმა და Apple -ის კიდევ რამდენიმე თანამშრომელმა Apple l ის პირველი კომპიუტერები ამ სახლის სასტუმრო ოთახში და ავტოფარეხში ააწყვეს. ამის შემდეგ კომპანია კუპერტინოში გადავიდა.
სტივ ჯობსი 2011 წელს 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები