თბილისში, დიღის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში  ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, 28 ოქტომბერს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად,  გარდაცვლილია ოჯახის 2 ზრდასრული წევრი და 1 მცირეწლოვანი გოგონა.
როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.