საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთში სარკინიგზო გვირაბის გახსნის ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. გვირაბი „მარმარაის" მეშვეობით თურქეთის ევროპულ და აზიურ ნაწილები ერთმანეთს დაუკავშირდა. ოთხზოლიანი გვირაბი „მარმარაი" 13,6 კმ. სიგრძისაა და გათვლილია დღეში 1,5 მილიონი მგზავრის გადაყვანაზე. მშენებლობა 2004 წელს დაიწყო, როდესაც ტენდერი პროექტის რეალიზებისთვის თურქულ-იაპონურმა კონსორციუმმა მოიგო.
გვირაბი ოფიციალურად გახსნეს თურქეთის, იაპონიისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებმა. საქართველოს დელეგაციის გარდა, ცერემონიალში ასევე მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის, ბულგარეთის, მოლდოვის, ესპანეთის, რუმინეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები.
იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინზეო აბემ კოლეგებს შესთავაზა, ჩამოყალიბდეს ტოკიო-სტამბულის ჩქაროსნული სარკინიგზო მიმართულება, რაზეც თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მიუგო, რომ ამ გზის ლონდონამდე გაგრძელებაც იქნება შესაძლებელი.
„მარმარაის" გვირაბი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან ერთად, რეგიონული მნიშვნელობის სარკინიგზო მიმართულების ნაწილს წარმოადგენს, რომლის მეშვეობით ხელი შეეწყობა ტვირთნაკადის ზრდას ევროპიდან აზიის მიმართულებით და პირიქით.