ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე საქართველოს ,,Doing Business 2014"-ში დაწინაურება შეაფასა. როგორც ხადურმა განმარტა კარგია რომ საქართველო რეიტინგში წინ წავიდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ეკონომიკური დონის განვითარება მოხდეს.
,,კარგია რომ რეიტინგში წინ ვართ, კარგია რომ დავწინაურდით. თუმცა ჩვენთვის მთავარია მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ქვეყნის ეკონომიკური დონის განვითარება. ამ მხრივ საქართველო პირველ ასეულშიც არ არის, თუმცა ჩვენი ამოცანაა, რომ აქ ვიყოთ უფრო წარმატებულნი", _განაცხადა ხადურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველო „Doing Business 2014"-ში ერთი საფეხურით დაწინაურდა და რეიტინგში მე-8 ადგილზე აღმოჩნდა.