დღეს, 30 ოქტომბერს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზეევ ელკინი.
ზეევ ელკინი ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან, პრემიერ-მინისტრ ივანიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან და შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ზეევ ელკინის ვიზიტი ორდღიანია.