30 ოქტომბერს, სარემონტო  სამუშაოების გამო  თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
"თელასის" მიერ გამოქვეყნებული გრაფიკი ასეთია: 
ვაკის  რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I კვარტლის მაცხოვრებლებს. 
დიდუბის  რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ფიფიას და გორის ქუჩების მაცხოვრებლებს. 
სამგორის  რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი -3  III  მიკრორაიონის მაცხოვრებლებს. 
კრწანისის  რაიონი
10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის მაცხოვრებლებს. 
ჩუღურეთის  რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის და უზნაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.