საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით საარჩევნო პროცესი კარგადაა ორგანიზებული. როგორც ჟურნალისტებთან 31-ე საარჩევნო უბანზე ყოფნისას ნორლანდმა განმარტა დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან მას შეუძლია თავის წვლილი შეიტანოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის საქმეში.
"ტრადიციად გვაქვს რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოები არჩევნებზე ერთობლივ დაკვირვებას ვახორციელებთ. ახლაც ჩემს კოლეგებთან ერთად ვიმყოფებით აღნიშნულ უბანზე, სადაც დავაკვირდებით საარჩევნო პროცესს. საქართველოსთვის ეს დღე მნიშვნელოვანია, რადაგნ ეს გახლავთ ის დღე, რომელსაც შეუძლია თავის წვლილი შეიტანოს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციის საქმეში. ჩვენ ვაკვირდებით, თუ როგორ არის ორგანიზებული საარჩევნო პროცესი უბნებზე. ჩანს, ამ შემთხვევაში პროცესი ძალიან კარგად არის ორგანიზებული. იმედი გვაქვს, რომ პროცესი წარიმართება მშვიდად, გამჭვირვალედ, თავისუფლად და სამართლიანად"- განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა, რომელიც 31 -ე საარჩევნო უბანში არჩევნების მიმდინარეობას დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების ელჩთან ერთად აკვირდება.