კომპანია SOCIS-ი საპრეზიდენტო არჩევნების დღეს,  საზოგადოებრივი აზრის კვლევას განახორციელებს.  შედეგები არჩევნების დღეს,  საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოცხადდება. 
ეგზიტპოლების პირველად შედეგებს კომპანია SOCIS-ის გენერალური დირექტორი ნიკოლაი ჩურილოვი  27 ოქტომბერს, 20:00 საათზე, სასტუმრო "ბომონდში" (ალექსანდრე ჭავჭავაძის #11) დაგეგმილ პრესკონფერენციაზე წარმოადგენს. 
კვლევა საქართველოს მაშტაბით 152 საარჩევნო უბანზე ტარდება და მას 304 ინტერვიუერი ატარებს. გამოკითხვაში მინაწილეობას 12100 ამომრჩეველი მიღებს.  
კვლევა ახალი ამბების სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენმა" და გაზეთმა „პრემიერმა" დაუკვეთეს.