დღეს, 8 მარტს, 19:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში ნანი ბრეგვაძის სახელობის ქართული სიმღერის კონკურსის დასკვნითი ნაწილი და გალა-კონცერტი გაიმართება.
კონკურისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში, ორ ტურად ჩატარდა.
პირველი შესარჩევი ტური 1-4 მარტს გრძელდებოდა, II საკონკურსო ტური კი, 5-7 მარტს ჩატარდა. კონკურსის საზეიმო დახურვა დღეს, 8 მარტს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის დიდ სცენაზე იგეგმება.
გალა კონცერტში მონაწილეობას კონკურსის ლაურეატები და ჟიურის წევრები ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნეკა სებისკვერაძე მიიღებენ.
კონკურსი ორ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. ჟიური თითოეულ კატეგორიაში სამ ლაურეატს გამოავლენს, ხოლო კონკურსის ერთი მონაწილე გრან-პრის მფლობელი გახდება.
ნანი ბრეგვაძის სახელობის ქართული სიმღერის კონკურსის მხარდამჭერები არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდი, თბილისის მერია, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, "მაგთი" და სხვები