თელავი „ღვინის ფესტივალს" უმასპინძლებს. 19 ოქტმბერს, თელავში, ნადიკვარის პარკის ტერიტორიაზე 14:00 საათიდან 18:00 საათამდე „ღვინის ფესტივალი" გაიმართება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალში მონაწილეებას მიიღებენ: ქართული ღვინის მწარმოებლები, რომლებიც სტუმრებს წარუდგენენ როგორც ქვევრის, ასევე ქარხნული წესით დამზადებულ ღვინოებს.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ასევე სამონასტრო ღვინო და ქართული ყველი. სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ და დააგემოვნონ წარმოდგენილი პროდუქცია, ასევე თვალი ადევნონ თიხის ჭურჭლის დამზადების პროცესს და მონაწილეობა მიიღონ ჩურჩხელის ამოვლებაში.
მასალის გამოყენების პირობები