ესტონეთი უერთდება ფინეთის მოწოდებას, ევროკავშირის მასშტაბით რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერების შესახებ, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს.
"ესტონეთი უერთდება ფინეთის მოწოდებას, ევროკავშირის მასშტაბით რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერების შესახებ.
მაშინ, როდესაც რუსეთი უკრაინაზე განუწყვეტლივ მიაქვს იერიში, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას და უდანაშაულო ადამიანებს კლავს, მიუღებელია, რომ რუსეთის მოქალაქეებს შენგენის ზონაში კვლავ შეეძლოთ დასასვენებლად შეუზღუდავად იმოგზაურონ.
სავიზო პოლიტიკა რუსეთის მიმდინარე აგრესიის სიმძიმეს უნდა ასახავდეს. ევროკავშირმა კრემლზე ზეწოლა ყველა არსებული საშუალებით უნდა გააძლიეროს.
ასევე მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაუყოვნებლივ მიიღოს აუცილებელი საიმპლემენტაციო აქტები, რათა რუსეთის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე პირებისთვის ევროკავშირში შესვლის სრული აკრძალვა დაწესდეს", - წერს მარგუს ცაჰკნა.
შეგახსენებთ, ფინეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერი ორპომ განაცხადა, რომ ევროპამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემა უნდა შეაჩეროს.
მისი თქმით, ეს ნაბიჯი ევროპული უსაფრთხოების გაძლიერებასა და რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებას ემსახურება.