,,ვიჩქარებთ, რომ კეზერაშვილის საექსტრადაციო პროცედურები 40 დღეში დასრულდეს", -განაცხადა ჟურნალისტებთან იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკინმა თავდაცვის ყოფილი მინისიტრის დავით კეზერაშვილის დაკავების კომენტირებისას.
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ კეზერაშვიოლი წითელ ცირკულარით არ იძებნებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინტერპოლის განყოფილებამ ფრანგ კოლეგებთან ერთად კარგად იმუშავა.
,,გუშინ საფრანგეთის სასამართლომ 40-დღიანი საექსტრადაციო პატიმრობა შეუფარდა კეზერაშვილს. რა ვადაშიც მთავარმა პროკურატურამ უნდა წარადგინოს მასალები სისხლის სამართლის იმ საქმესთან დაკავშირებით, რაც აქ არის აღძრული. ორი საქმეა, ერთი ეხება ფულის გათეთრებას და მეორე ბიზნესის მფარველობის კუთხით კორუფციის მნიშვნელოვან საქმეს. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიჩქარებთ, რომ კეზერაშვილის საექსტრადაციო პროცედურები 40 დღეში დასრულდეს, თუ არა და პატიმრობის გაგრძელება იქნება მოთხოვნილი, როგორც ეს ხდება ნებისმიერ სხვა კლასიკური ექსტრადაციის საქმის შემთხვევაში", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე განცხადებით, ფრანგ კოლეგას ამგვარი თანამშრომლობისთვის მადლობს წერილით მიმართა.