კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილთან გამართულ შეხვედრას პოზიტიუარდ აფასებს.
"გუშინ შევხვდი ალექსი პეტრიაშვილს, სახელმწიფო მინისტრს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში. მან ძალიან ნათლად, რეალისტურად და დამაჯერებლად დასვა საკითხი, რომ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები წარმატებით ჩატარდება, საქართველო უფრო მეტად უნდა დაუახლოვდეს ნატოში გაწევრიანებას. ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან ღია დისკუსია ყველა იმ დაბრკოლებაზე, რომელიც საქართველომ უნდა გადალახოს. მე ვიცი, როგორი პოლიტიკური აზრთა სხვადასხვაობა არის ხოლმე საქართველოში, მაგრამ ყველა ქართველი უნდა დაეთანხმოს, რომ ალექსი მათ საქმეს აკეთებს,"- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
შეგახენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის გუშინ შეხვდა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე ისაუბრეს. ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მზაობა განაგრძოს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა.
კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე და 27 ოქტომბერს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩვნების მაღალ დონეზე ჩატარების საკითხზეც გაამახვილეს ყურადღება.