თბილისის მერმა თავდცავის ყოფილი მინისიტრის დავით კეზერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
როგორც უგულავამ საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოში პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
,,საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება ხორციელდება, ხორციელდება პოლიტიკური დევნა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს. აღიარებს იმ მხრივ, რომ ამ ხალხს პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს", _განაცხადა უგულავამ.
შეგახსენებთ, რომ დავით კეზერაშვილი ფრანგმა სამართალდამცავებმა დააკავეს. საქართველოს მთავარი პროკურატურა კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ექსტრადიციისთვის საჭირო მასალებს ამზადებს.