სოფელ ჩარდახთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა. მიკროავტობუსის მგზავრები თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტები იყვნენ, რომლებიც გორიდან თბილისში ჯგუფელის ბაბუის პანაშვიდიდან ბრუნდებოდნენ.
მიკროავტობუსი, რომელიც გუშინ თბილისიდან გორის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ბორდიურს შეეჯახა და გადაბრუნდა. მიკროავტობუსს ცეცხლი მოედო, რის გამოც მგზავრების გამოყვანა შეუძლებელი გახდა.
მიკროავტობუსიდან გამოსვლა მხოლოდ მძღოლმა და მის გვერდით მჯდომმა მგზავრმა მოახერხა. ისინი მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აფეთქება სავარაუდოდ გაზის გაჟონვას მოჰყვა. ცხედრების მძიმე დამწვრობის გამო მათი იდენტიფიცირება მხოლოდ ექსპერტიზის საშუალებით მოხერხდა.