საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში დაზარალებს ჩვენი ქვეყნის როგორც დეოკუპაციის ისე არაღიარების პოლიტიკას. განცხადება ამის შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილმა მინისრმა ნიკოლოზ რურუამ გააკეთა.
„ჩვენი იქ წასვლით დღეს ხაზს გავუსვამთ იმას, რომ რაღაცნაირად რუსეთი ამ კონფლიქტში არ იყო მთლად მტყუანი. ჩვენ დავეთანხმებით მის პოლიტიკას, თვალს დავხუჭავთ იმ ყველაფერზე რაც მან აქ ჩაიდინა, რაც სამომავლოდ დაუკარგავს ძალას ყველა ჩვენს არგუმენტს, რომ მოხდეს დეოკუპაცია.
ჩვენ მსოფლიოს უნდა მივა მივაქცევინოთ ყურადღება, სულ რომ მარტოები ვიყოთ ამ ბოიკოტში, რომ ეს პრობლემა არის მწვავე.
მე ვიცი, რომ მაგალითად ელენე გედევანიშვილს ძალიან უმძიმს და ელოდება სახელმწიფოს გადაწყვეტილებას და ჩვენი ყველაზე წარმატებული ზამთრის სპორტის წარმომადგენელი თანახმაა, რომ იქ საერთოდ არ წავიდეს.
ჩვენი ბოიკოტი სოჭის ოლიმპიადის მიმართ, ბევრი მიზეზიდან გამომდინარე იქნება მსოფლიოს თვალში აღქმული სწორად", _ აცხადებს ნიკოლოზ რურუა.