ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, 2014 წლის ბიუჯეტი განიხილეს. ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი თაბუაშვილის განცხადებით, 2014 წლის ბიუჯეტი სოციალურ პროექტებზე იქნება ორიენტირებული.
"2014 წლის სახემწიფო ბიუჯეტის მთლიანი ასიგნაციები 9 მილიარდ 9 მილიონ ლარს შეადგენს რაც 2013 წელთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება რომელიც დაახლოებით 2 მილიარდ 700მილიონ ლარს შეადგენს რაც მთლიანი სახელმწიფო ბიუჯეტის 30 პროცენტს შეადგენს. 280 მილიონ ლარამდე გარზრდილია სოფლის მეურნების სამინისტროს დაფინანსება. ასევე იზრდება განათლების სამინისტროს დაფინანსება 64 მილიონი ლარით. რომელიც მთლიანად მოხმარდება სკოლების რეაბილიტაციას და სასწავლო პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებას. ძალიან მნიშვნელოვანია რომ 2014 წელს იგეგმება 26 პროფ სასწავლებლის გახსნა რომლისთვისაც გათავლისწინებულია 23 მილიონი ლარი. სოფლის მეურნების განხრით 130 მილიონი ლარია გამოყოფილი რომელიც სოფლის მეურბეობის განვითარებასა მოხმარდება. აგრეთვე 68 მილიონი ლარია გამოყოფილი იაფი აგროკრედიტისთვის. რაც შეეხება ყველა დანარჩენ სამინისტროებს ყველგან გაგრძელდება ის რეფორმები რომელიც დაწყებული იყო 2013 წელს",- განაცხადა გიორგი თაბუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები