ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, თუ ~დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოსთვის~ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არჩევნებში გაიმარჯვებს ეს ნიშნავს, რომ საქართვრელოს მოსახლეობას რუსეთთან ყოფნა სურს.
ამის შესახებ შარშენიძემ ~ჯი-ეიჩ-ენს~ ~დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქათველოს~ ლიდერის ნინო ბურჯანაძის მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის კომენტირებისას განუცხადა.
~რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან ქართველი ოპოზიციონერების შეხვედრებს და დიალოგის სურვილში ტრგიკულს ვერაფერს ვხედავ. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს. თუმცა, თუ არჩევენში ეს პოლიტიკური ძალები გაიმრჯვებენ ეს ნიშნევს, რომ ჩვენს მოსახლეობას რუსეთთან ყოფნა სურს~, - აღნიშნა შარაშენიძემ.
ექსპერტის შეფასებით, რუსეთი ქართულ ოპოზიციაში დასაყრდენი ძალის პოვნას ცდილობს და ამიტომ მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალს შეხვდეს, ვინც ამის სურვილს გამოთქვემას.
ზურაბ ნოღაიდელისა და ნინო ბურჯანაძის რუსეთის ფედერაციის პირველ პირებთან შეხვედრების შემდეგ, მოსკოვში ვიზიტის სურვილი ~კონსერვატორებმა~ და ~ლეიბორისტებმაც~ გამოთქვეს.