დიცი, დვანი და ოლიმპიური ჩირაღდანის მატარებელი ერთიდაიგივე ავადმყოფობის სიმპტომებია, - აცხადებს სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საქართველოს საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი გირგოლ ვაშაძე. მისი თქმით, მოსკოვი ეუბნება საქართველოს დღევანდელ მთავრობას, რომ შენი ერთი სიტყვის არ მჯერა და სანამ შენ დეკლარაციას არ გააკეთებ იმაზე, რომ არავითარი ნატო და ევროკავშირი არ გაინტერესებს არსებული ვითარება შენარჩუნდება.
"რით ვერ გაიგო ვინმემ რას ამბობს მოსკოვი? მეორეც - როდის გახდა საკითხი სოჭში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობა? როცა ჩვენ ვიყავით მთავრობაში, გახსოვთ ვინმეს განცხადება, რომ ჩვენ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტს ვაპირებდით? მაგრამ არც ის გვითქვამს, რომ ვაპირებთ მონაწილეობას. ათასი იდეა იხარშებოდა. ვამბობდი, რომ 8-წლიანი დისკვალიფიკაცით ნუ გავრისკავთ, და თუ მონაწილეობას მივიღეთ მივიღოთ ოლიმპიური დროშით. მით უმეტეს, ასეთი პრეცენდენტი არსებობს. დღეს, მას შემდეგ, რაც ეს წინაასაარჩევნო თემა გახდა და დაპირება, მონაწილეობის არ მიღება, იმის დადასტურებაა, რომ შენ შეცდი რუსეთთან მიმართებაში, მონაწილეობის მიღება კი მაპატიეთ და თავზე დაწუწებაა. ყველა საკითხში რუსეთთან მიმართებაში ხელისუფლება ამისთან მდგომარეობაში იმყოფება", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გრიგოლ ვაშაძემ.