8 ოქტომბერს, 18:00 საათზე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გივი თოიძის საიუბილეო გამოფენა გაიხსნება.
გივი თოიძის ქართველ მხატვართა იმ თაობას ეკუთვნის, რომელიც აქტიურად გამოვიდა სახვითი ხელოვნების ასპარეზზე XX საუკუნის 60-იან წლებში. ხელოვნების სამყაროს, ავტორი თავისი ბაბუის, დიდი ქართველი მხატვრის, მოსე თოიძის სახელოსნოში ეზიარა. გივი თოიძის შემოქმედება საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ძველი თბილისისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების პეიზაჟებს მოიცავს. აგრეთვე მის ნამუშევრებს შორის ვხვდებით ნატურმორტებს, პორტრეტებს, ჟანრულ სურათებსა და მრავალფიგურიან კომპოზიციებს.
გივი თოიძეს მინიჭებული აქვს არაერთი პრემია, არის თბილისის საპატიო მოქალაქე და ღირსების ორდენის კავალერი. ავტორის ნამუშევრები დაცულია ისეთ ცნობილ მუზეუმებში, როგორიცაა: ტრეტიაკოვის გალერეა (რუსეთი), აღმოსავლეთის ქვეყნების ხალხთა მუზეუმი (რუსეთი), პიტერ ლუდვიგის გალერეა (გერმანია) და სხვა მრავალი ქვეყნის მუზეუმსა და გალერეაში. მისი ნახატები ინახება ჯორჯ ბუშის, ჟაკ შირაკის და სხვა ცნობილ ადამიანთა კერძო კოლექციებში.
გამოფენა გაგრძელდება 3 ნოემბრამდე.
მასალის გამოყენების პირობები