.პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის განცხადებით, პუტინის ფავორიტი არც ნოღაიდელია და არც ბურჯანაძე.
"ვლადიმერ პუტინს საქართველოში ფავორიტი უკვე ჰყავს, თუმცა ის რუსეთში მოსიარულეთა შორის არ არის", - ამის შესახებ ცინცაძემ დღეს, "პრაიმთაიმის" პრესკლუბში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრი საკუთარ ფავორიტ კანდიდატთან კამერების წინ არ ისაუბრებს და ამით ის მისივე ფავორიტის პოლიტიკურ იმიჯს გაუფრთხილდება.
"ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, კონკრეტულად ვინ არის პუტინის ფავორიტი, თუმცა არ არის გამორიცხული ის რუსეთში მცხოვრები ერთ-ერთი ისეთი ქართველიც იყოს, რომელსაც აქ იმიჯი შელახული არ აქვს," - განმარტა პოლიტოლოგმა.