საქართველოს მასშტაბით კვლავ გრილი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სინოპტიკოსმა ლია ტატიაშვილმა განაცხადა შედარებით ცივი ჰაერი დღეს მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება, ხოლო ხვალ, 9 ოქტომბრიდან ჰაერი შედარებით გათბება.
მისივე განცხადებით, გრილი ამინდის მიუხედავად თოვა მოსალოდნელი არ არის.
,,დღეს დასავლეთ საქართველოსი უმეტესად უნალექო ამინდს ველოდებით. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-12/წმ-ში. ჰაერი მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობში 15-20 გრადუსამდე შენარჩუნდება, მთაში 15-18 გრადუსამდე, ხოლო მაღალ მთაში ჰაერი 8-13 გრადუსამდე გათბება. აღმოსავლეთ საქართველოში კი დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს დღის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე წვიმა, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13მ/წმ-ში. ტემპერატურას რაც შეეხება ბარში ჰაერი 15-20 გრადუსამდე გათბება, მთაში 12-17 გრადუსამდე გათბება ჰაერი, მაღალ მთაში კი ტემპერატურა 6-11 გრადუსამდე შენარჩუნდება", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში სინოპტიკოსმა ლია ტატიაშვილმა.