საერთაშორისო ორგანიზაცია HelpAge International-მა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. „Global AgeWatch"-ი მოიცავს ინფორმაციას თუ რა ვითარებაა მსოფლიოს 91 ქვეყანაში ხანდაზმულთა ცხოვრებისთვის.
რეიტინგი შედგა ისეთი კრიტერიუმების გაანალიზების შედეგად, როგორიცაა ხანდაზმული ადამიანების შემოსავალი, სამსახურის პოვნის შესაძლებლობები, სამედიცონო მომსახურების დონე და სხვა. საქართველო „Global AgeWatch"-ის ინდექსში 37-ე პოზიციაზეა. რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე შვედეთია, ხოლო ბოლო, 91-ე პოზიციაზე კი ავღანეთი.
რაც შეეხება ტოპ-10-ს, რეიტინგი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. შვედეთი
2. ნორვეგია
3. გერმანია
4. ნიდერლანდები
5. კანადა
6. შვეიცარია
7. ახალი ზელანდია
8. აშშ
9. ისლანდია
10. იაპონია