,,ჩვენი სურვილია საქართველო ევროპულ თანამეგობრობაში ვიხილოთ", _განაცხადა ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ ლორეტა გრაუჟინიენე საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
,, ლიტვის ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში მნიშვნელოვანია აღმოსავლეთის პარტნიორობის ხელშეკრულებაზე მუშაობა. ამ კუთხით საქართველო დიდი მოლოდინი აქვს ვილნიუსის სამიტისადმი. ჩვენი მხრიდან საქართველოს ამ გზაზე სრული მხარდაჭერა ექნება. ჩვენი სურვილია საქართველო ევროპულ თანამეგობრობაში ვიხილოთ და მინდა ამ კუთხით წარმატებები გისურვოთ", _განაცხადა ლორეტა გრაუჟინიენმა.