"ხელისუფლების ცვლილებები არ და ვერ ცვლის ჩვენის ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებას,"- ამის შესახებ საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საერთსორისო საპარლამენტო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
უსუფაშვილის თქმით, საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკვე 2 ათწლეულია მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის 80%-მდე და ეს ფაქტი ბოლო თვეებში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებითაც დასრურდება.
"მინდა ხაზი გავუსვა ევროპული ინტეგრაციისადმი ქართველი ხალხის ურყევ და ქართველი ხალხის სრულიად გამოხატულ მხარდაჭერას, რომელიც თუნდაც ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩატარებული სხვადასხვა კვლევებითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა. საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას უკვე 2 ათწლეულია მხარს უჭერს ქვეყნის მოსახლეობის 80%-მდე. სწორედ ეს ფაქტი და სწორედ ეს მოვლენა განაპირობებს იმას, რომ საქართველოში პოლიტიკური ცვლილებები, ხელისუფლების ცვლილებები არ და ვერ ცვლის ჩვენის ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებას,"- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.