კოალცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ტრიპოლსკი ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ემზარ გოგუაძეს ბრალდებას სრულ სისულელეს უწოდებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ტრიპოლსკიმ განაცხადა მას ამ დრომდე არც არავიზე მომუხდენია ზეწოლა და არც მომავალში აპირებს.
,,მინდა გითხრათ, რომ ემზარ გოგუაძის განცხადებას სრული სისულელე და ტყუილი. ამ ადამიანს არ ვიცნობ და საერთოდ არც შევხვედრილვარ. ამიტომ ვერ ხვდები რაში სჭირდება ამგვარი განცხადებების გაკეთება. ჯერ იყო ,,საზოგადოებრივის მაუწყებლის" ყოფილი გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის დანიშვნა დამბრალეს, მერე მისი გათავისუფლება, ახლა კიდევ ბორის დაშლას მაბრალებენ. გოგუაძეს როგორ ჩანს, რაღაც შიში აქვს როცა აცხადებს, რომ თურმე შსს მიუგზავნეთ ვიღაცა. გაურკვეველია რა ზეწოლაზე საუბრობს. ცხოვრებაში არც არავიზე მომიხდენია ზეწოლა და არც ახლა ვაპირებ", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ირაკლი ტრიპოლსკიმ.
შეგახსენებთ, რომ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის განაცხადებით მას კოალიცია ,,ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ტრიპოლსკი ბორდის დაშლით დაემუქრა.
"სექტემბერში მე შემხვდა ჩემთვის ნაცნობი დეპუტატი, რომელმაც სცადა ჩემი გადარწმუნება და თუ არ შევცვლიდი პოზიციას ბორდის დაშლით დამემუქრა. ეს იყო ირაკლი ტრიპოლსკი. ამ ყველაფრის შემდეგ მაუწყებელში გამოცხადდა ე.წ. ოდეერი ირაკლი ციბაძე, მე მაინტერესებს დღემდე ვინ არის ეს ადამიანი? შსს-ში ამბობენ რომ ეს მათი თანამშრომელი არ არის. ფაქტია რომ ბორდის წევრებზე ზეწოლა ხორციელდება, ავთანდილ ანთიძე მეხვეწებოდა შევხვედროდი შსს მინისტრს, ამ ადამიანს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ის ამბობდა, რომ მასთან დადიოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები სთავაზობდნენ ანაზღაურებად სამსახურს გაზკანტორაში. ასევე ჩვენ გვაქვს ნინო დანელიას მიმოწერები მეილზე სადაც ის მასზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს", - აცხადებს ემზარ გოგუაძე.
მასალის გამოყენების პირობები